ფეხბურთი

20:20 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" აღზრდილი ყოფილი ფეხბურთელი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა

„ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილი ყოფილი ფეხბურთელი ხოსე კასტილიეხო ვალენსიაში მომხდარ წყალდიდობას შეეწირა.

28 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი ესპანურმა კლუბმა დაადასტურა.

კასტილიეხოს კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა, დიდი ფეხბურთი ვერც ითამაშა, მაგრამ „ვალენსიას“ 19-წლამდე გუნდში 2015 წლამდე გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის გამო „ვალენსია“ – „რეალის“ და „მალაგა“ – „ლევანტეს“ მატჩები გადაიდო.

თეგებივალენსია
0.108564