ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ამორიმი „მანჩესტერს“ სანაკრებო პაუზის პერიოდში ჩაიბარებს, კერძოდ, გუნდს 11 ნოემბერს შეუერთდება და კლუბს 2027 წლამდე გაწვრთნის.
„სპორტინგმა“ კომპენსაციის სახით 11 მილიონი ევრო მიიღო, რადგან ამორიმს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა. „მანჩესტერს“ უახლოეს სამ მატჩში, რომელიც სანაკრებო პაუზამდე ელოდება, ისევ რუუდ ვან ნისტელროი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში 11 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა.
რუბენ ამორიმი ოთხი წელია, რაც „სპორტინგში“ მუშაობს და პორტუგალიის ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა.