იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, მაგრამ ზაფხულში გუნდს სავარაუდოდ მაინც დატოვებს, რადგან სხვა ამბიციები აქვს.
„იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელი და კლუბი შეთანხმებას მიაღწევდნენ, ახლა არ ვამბობ, რომ შეუძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, ეს ვფიქრობ ოსიმენის მსგავსი სიტუაციაა, მიუხედავად იმისა, რომ გამოსასყიდ პუნქტზე შეთანხმება არ არსებობს. ქართველის აგენტებს სურთ გამოსასყიდი ფასი დაბალი იყოს, „ნაპოლის“ - მაღალი. მჯერა, რომ რაღაცნაირად შეთანხმებას მიაღწევენ, მაგრამ ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მაინც წავა, რადგან განსხვავებული მიზნები და ამბიციები აქვს“, - თქვა მაროლდამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.