სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში სან ანტონიოში. ტეხაურi კლუბი სტუმრად იუტას შეხვდა და სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა – 106:88.
ამ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მამუკელაშვილმა მოედანზე 10:40 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 10 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ქართველმა ფორვარდმა მე-2 და მე-4 პერიოდებში ითამაშა.
25 ქულით „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, 19 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა ვეტერან გამთამაშებელ კრის პოლს.
ტეხასურ გუნდს 2 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
GBF.GE