ფეხბურთი

11:07 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონგოს ჩემპიონატში "მაზემბემ" თამაში 3:0 მოიგო და სამივე გოლი მეკარეებმა გაიტანეს

კონგოს ჩემპიონატში „მაზემბემ“ „პანდა“ 3:0 დაამარცხა და ეს მატჩი ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან სამივე გოლი მეკარეებმა გაიტანეს.

„მაზემბეს“ სენეგალელმა მწვრთნელმა ლამინე ნდიაემ 67-ე წუთზე სათადარიგო მეკარე სულეიმა შაიბუ ჩართო თამაშში, ოღონდ თავდამსხმელის პოზიციაზე, რადგან სხვა ალტერნატივები სათადარიგო სკამზე არ ჰყავდა.

ნიგერიელმა მეკარემ კი, ფორვარდის პოზიციაზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და დუბლი შეასრულა. მან მეტოქის კარი 84-ე და 91-ე წუთებზე დალაშქრა.

საინტერესოა, რომ „მაზემბეს“ პირველი გოლიც მეკარემ გაიტანა, ოღონდ, მან მეკარის პოზიციაზე ითამაშა - ბადარა ფატიმ პენალტით შეძლო თავის გამოჩენა.

თეგებიმაზემბე
0.105278