იტალიელმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ანტონიო კონტეს ხელში ქართველი ფეხბურთელი იზრდება და ახლა უკვე დაიბრუნა ის ენთუზიაზმიც, რომელიც ორი წლის წინ საჩემპიონო სეზონში ჰქონდა.
„კვარაცხელიას ისევ აქვს ის ენთუზიაზმი, რომელიც სკუდეტოს სეზონში გააჩნდა. ის საოცარი ფეხბურთელია. გასულ სეზონში არ იყო სტაბილური, მაგრამ დღეს კონტეს დახმარებით კიდევ უფრო იზრდება, თუნდაც ემოციური ასპექტით. კონტე არის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს მომწიფებაში ეხმარება“, - აღნიშნა დე ბიაზიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.