მადრიდის „რეალმა“ ვალენსიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გაიღო. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
ვალენსიაში წყალდიდობას 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გარდა ამისა, არიან დაკარგულები და განადგურდა ინფრასტრუქტურაც. ესპანეთში ვალენსიელთა დასახმარებლად შემოწირულებებს იღებენ, მათ შორის, „რეალიც“ მოხვდა, რომელმაც საამისოდ, მილიონი ევრო გამოყო.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული მიზეზით „ვალენსია“ – „რეალის“ მატჩი გადაიდო, რომელიც 2 ნოემბერს, "მესტალიაზე" უნდა გამართულიყო.