ჭიდაობა

22:35 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ავთანდილ კენჭაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ავთანდილ კენჭაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

79 კგ წონით კატეგორიაში კენჭაძემ თურქი იბრაჰიმ იაპრაკი 11:0, იაპონელი კოტა ტაკაჰაში 12:1 და ყაზახი დაულეტ ერგეში 10:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ მოჰამად ნოხოდილარიმის 14:5 სძლია.

ქართველი მოჭიდავე დღეს ფინალში რუს მაგომედ მაგომაევს შეხვდა, რომლის დამარცხება მოახერხა (13:4) და პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ არაოლიმპიურ წონებში გაიმართა. მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ ორი ბრინჯაოს მედალი მიპოვა.

0.134188