ფეხბურთი

21:28 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "ნაპოლი" და კვარაცხელია შეთანხმებას უახლოვდებიან

Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის განახლებაზე წერს.

ცნობილი გამოცემის ცნობით, მხარეების მორიგი შეხვედრის შემდეგ შეთანხმება უფრო ახლოსაა, თუმცა, ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული მაინც არაა.

„ნაპოლი“ მზადაა ფეხბურთელი დააჯილდოოს და ისეთი ხელფასი გადაუხადოს, რასაც ტოპფეხბურთელისთვის შესაბამისად მიიჩნევენ, თანაც, შეიძლება კონტრაქტის ბოლო ორ წელში ხელფასი 8-9 მილიონ ევრომდეც გაიზარდოს.

თუმცა, ახლა მთავარი გამოსასყიდ პუნქტზე შეთანხმებაა, რომლის ჩასმა ხელშეკრულებაში კვარას გარემოცვას სურს, თანაც, 80 მილიონიანი პუნქტის, რაც ხვიჩას „ნაპოლის“ დატოვების საშუალებას მისცეს, თუ რომელიმე კლუბი მზად იქნება 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თავის მხრივ, „ნაპოლიში“ მიიჩნევენ, რომ 80 მილიონი ევრო ძალიან ცოტაა კვარაცხელიას გასასხვისებლად, მას მინიმუმ 100 მილიონ ევროდ აფასებენ, ამიტომ არ სურთ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩასმა. იტალიური გაზეთის ცნობით, კვარა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა სეზონის ბოლომდე მაქსიმალურად დაიხარჯოს, თუნდაც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.111811