ფეხბურთი

18:52 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" მწვრთნელი რუბენ ამორიმი გახდება

ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და პორტუგალიელი სულ მალე გახდება „წითელი ეშმაკების“ თავკაცი. ამორიმი „მანჩესტერს“ სანაკრებო პაუზაზე ჩაიბარებს და კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

„სპორტინგი“ კომპენსაციის სახით 11 მილიონ ევროს მიიღებს, რადგან ამორიმს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს.

„მანჩესტერს“ უახლოეს სამ მატჩში, რომელიც სანაკრებო პაუზამდე ელოდება, ისევ რუუდ ვან ნისტელროი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში 11 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა.

რუბენ ამორიმი ოთხი წელია, რაც „სპორტინგში“ მუშაობს და პორტუგალიის ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა.

0.114371