ფეხბურთი

16:22 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "მჯერა, რომ ამ შეცდომიდან ვისწავლი"

„ემპოლის“ მცველმა საბა გოგლიჩიძემ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.

ქართველი მცველი 31-ე წუთზე გააძევეს და როგორც მან თქვა, ეს შეცდომა მისთვის გაკვეთილი იქნება.

„ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი გუნდს. მჯერა, რომ ამ შეცდომიდან ბევრს ვისწავლი“, - დაწერა სოციალურ ქსელში საბამ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, მომდევნო შეხვედრას კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

0.114943