ფეხბურთი

14:06 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: „ეს ძალიან რთული, მაგრამ სასიამოვნო მატჩი იყო“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ინგლისის ლიგის თასის „ბრაიტონთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. „წითლებმა“ ანგარიშით 3:2 მოიგეს.

„რთული იყო. აქ მოსვლისას (თამაში ბრაიტონის საშინაო არენაზე გაიმართა) უნდა გესმოდეთ, რომ ეს იოლი არ იქნება. „თოლიებს“კარგი გუნდი ჰყავთ, თავისი თამაშის სტილით. ბოლო წლებში ისინი ახალი მოთამაშეების მოწვევითაც გაძლიერდნენ.

მაგრამ მომეწონა ის, რაც დავინახე ჩემი ფეხბურთელების თამაშში. ისინი იმავე სტილში თამაშობდნენ, როგორც ძირითადი მოთამაშეები, ამიტომ უახლოეს კვირებში გუნდის ჩამოყალიბება კიდევ უფრო გამიჭირდება“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური საიტი.

0.114484