ფეხბურთი

13:42 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ მომავალ ზაფხულს პორტუგალიელი მეკარის შეძენა სურს

„ბარსელონამ" მიიღო გადაწყვეტილება იმ ფეხბურთელის შესახებ, რომლის შეძენაც 2025 წლის ზაფხულში სურს - წერს ესპანური გამოცემის Relevo-ს ჟურნალისტი ალექს პინტანელი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, კატალონიელები ხედავენ ახალი მეკარის საჭიროებას და უპირველესად შეეცდებიან კონტრაქტი გააფორმონ „პორტუს“ პორტუგალიელ მეკარე დიოგუ კოშტასთან, რომელითაც „მანჩესტერ სიტიც“ არის დაინტერესებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუ აღფრთოვანებულია პორტუგალიელი მეკარის კატალონიურ კლუბში ნახვის შესაძლებლობით. გარდა ამისა, ფეხბურთელის აგენტია ცნობილი პორტუგალიელი მენეჯერი ჟორჟე მენდეში, რომელთანაც დეკუ აქტიურად ინარჩუნებს კონტაქტს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში „ვილიარეალთან“ (5:1) ტერ შტეგენს მარჯვენა მუხლის მყესი დაერღვა და სეზონის დარჩენილ პერიოდში ვეღარ ითამაშებს. კატალონიურ გუნდში ამ დროისთვის მისი შემცვლელი ინიაკი პენია თამაშობს. „ბარსელონამ" სეზონის ბოლომდე პოლონელი მეკარე ვოიცეხ შჩესნიც გაიფორმა.

25 წლის დიოგუ კოშტა „პორტუს“ აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მეკარემ ყველა ტურნირზე თავისი გუნდის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 13 გოლი გაუშვა და შვიდჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113291