იტალიის სერია B-ს მე-11 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „სუდტიროლს“ დაუპირისპირდა და ქართველი ფეხბურთელი საგოლე პასით გამოირჩა.
კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. სწორედ მისი გადაცემით 56-ე წუთზე რიკარდო მარკიცამ გახსნა ანგარიში, თუმცა, „ფროზინონემ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
კვერნაძისთვის ეს იტალიაში პირველი შედეგიანი მოქმედებაა. მან 78-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
„ფროზინონე“ 8 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, „კატანძაროს“ დაუპირისპირდება.