„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, ლიგა 1-ის უახლოეს ტურში „ლილის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
ქართველმა ფეხბურთელმა „ლიონის“ ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა. ითამაშებს თუ არა, გიორგი პარასკევს გასამართ მატჩში, ჯერ „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმაც არ იცის.
„გიორგი მიქაუტაძე ავადაა და ჯერ არ ვიცით, მოახერხებს თუ არა თამაშს. გუშინ და დღეს მან გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა“, - თქვა საჟმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.