სხვა

12:50 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთის კლუბმა „ლოკომოტივმა“ და “რადნიჩკიმ” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

წყალბურთის კლუბმა თბილისის „ლოკომოტივმა“ და სერბეთის კრაგუევაცის “რადნიჩკიმ” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ერთერთ გამორჩეულ ევროპულ გუნდთამ დადებული მემორანდუმი პირველ რიგში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

უახლოეს მომავალში სერბეთიდან საქართველოში მოწვეული იქნებიან წყალბურთის გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც მწვრთნელთა გადამზადებას უზრუნველჰყოფენ. შეთანხმების თანახმად მოხდება ასაკობრივი ნაკრებების უფრო მეტი ჩართულობა წყალბურთის საერათშორისო ტურნირებზე, სადაც წამყვანი ევროპული კლუბების გუნდები იღებენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, დაიგეგმა ორმხირივი საწვრთნელი პროცესი, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე სერბეთში ჩატარდება. აღნიშნული თანამშრომლობა ქართული წყალბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

0.112543