ფეხბურთი

11:07 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ოქროს ბურთზე "რეალის" პროტესტზე: "შედეგებს ყველა უნდა შეეგუოს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გასულ სეზონში ერლინგ ჰოლანდი იმსახურებდა, მაგრამ ვერ მოიგო.

პეპმა ირიბად „რეალზეც“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ხალხი შედეგებს უნდა შეეგუონ.

„იმსახურებდა, თუ არა ვინისიუსი ოქროს ბურთს? ალბათ. ხმას ჟურნალისტები აძლევენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ამიტომაცაა ფეხბურთი მშვენიერი, არა?

ეს ღონისძიება უნდა იყოს სიხარული, ხალხი უნდა შეეგუოს შედეგებს. მოხარული ვართ, რომ როდრი „სიტის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ეს პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ჰგავს, ვამაყობთ.

„მანჩესტერ სიტი“ არ განსჯის იმას, რასაც სხვა კლუბები აკეთებენ. მაგალითად, გასულ სეზონში ჰოლანდმა ტრებლი მოიგო, 50-ზე მეტი გოლი გაიტანა, ალბათ ისიც იმსახურებდა შარშან მოგებას. მას ვუთხარი, რომ იქ მოხვედრითაც ბედნიერი უნდა იყოს, იგივე ეხება როდრისაც. თუ ოქროს ბურთზე სამ-ოთხ ფეხბურთელს შორის ხარ, ეს დიდებულია, კმაყოფილი უნდა იყო. გასულ სეზონში ერლინგს უნდა მოიგო. მესის უნდა მოეგო? კი. არ არის მნიშვნელოვანი ვინ იგებს, მთავარია, რომ შენ და შენმა თანაგუნდელებმა კარგი სეზონი ჩაატარეთ“, - თქვა გვარდიოლამ.

0.122019