ფეხბურთი

2:36 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა პლეი-ოფში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მეორე შეხვედრა გამართა. დუბლინში, ირლანდიასთან ჩატარებული მეორე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

ირლანდიელებმა მანამდე თბილისშ 6:0 მოიგეს, შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში ადვილად მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ევრო 2025-ის შესარჩევის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა.

0.1318