კალათბურთი

23:54 | 29.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილის 6-ქულიანი დებიუტი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში რატი ანდრონიკაშვილის „რიგამ“ ათენის „აეკს“ უმასპინძლა, რომელთანაც 69:80 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელს ლატვიურ გუნდში დებიუტი ჰქონდა. რატიმ 24 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„რიგა“ 1 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 ნოემბერს, ისევ „აეკს“ ეთამაშება, ოღონდ სტუმრად.

0.116003