გერმანიის თასის 1/16-ფინალში „კარლსრუემ“ სტუმრად „ოფენბახი“ 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 84-ე წუთამდე იყო და თავის გამოჩენა 61-ე წუთზე შეძლო, როცა ანგარიში გახსნა. ბუდუმ ბურთი საჯარიმოში მიიღო, კარგად შემოტრიალდა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა.
ეს მისი მეორე გოლია გერმანიის თასზე, გარდა ამისა, 7 გოლი გერმანიის II ბუნდესლიგაში აქვს გატანილი.
„კარლსრუე“ მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს, სტუმრად „ჰანოვერთან“ გამართავს.