„ნიუკასლის“ სპორტულმა დირექტორმა პოლ მიტჩელმა ვახტანგ სალიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კონკურენტუნარიან სატრანსფერო ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა კლუბებს დაასწრეს.
„მოხარული ვართ, რომ სხვა ტოპკლუბებს ვაჯობეთ. კარგი სკაუტირება და ფეხბურთელების შეძენა მდგრადი მომავლის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით ახლა, როცა სატრანსფერო ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ვაგრძელებთ ინტენსიურ ძიებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, იმისთვის, რომ დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც ნიჭიერი არიან და იდეალურ შემთხვევაში მომავალში პირველი გუნდის ნაწილი გახდებიან. მოუთმენლად ველოდებით ვახტანგთან მუშაობას და მანამდე წარმატებებს ვუსურვებთ „დინამო თბილისში“ დარჩენილი დროის განმავლობაში“, - თქვა მიტჩელმა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ სალია „ნიუკასლში“ 2025 წლის აგვისტოში გადავა და დიდი ალბათობით, თავდაპირველად მეორე გუნდში ითამაშებს.