„დინამო თბილისის“ ნიჭიერი ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ტრანსფერი ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. სალია „ნიუკასლს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, როცა 18 წლის გახდება, მანამდე „დინამო თბილისში“ იჯარით დარჩება.
17 წლის სალიამ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 5 გოლი გატანა მოახერხა. ის საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიცაა.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლ იუნაიტედში“ ქართველებს წარსულშიც უთამაშიათ - თემურ ქეცბაიას და ზურაბ ხიზანიშვილს.