წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ მესამე ტურის მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა.
ქართული გუნდი ამჯერად თბილისში, „რადნიჩკის“ დაუპირისპირდა, რომ;ის წინააღმდეგ ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ საბოლოოდ, 9:10 წააგო.
პირველი პერიოდი „დინამომ“ 2:0 მოიგო, ტაიმი კი - 5:3. თუმცა, ამის შემდეგ სტუმრებმა დაიწყეს ჩამორჩენის შემცირება და მატჩის მიწურულს წინ გასვლაც შეძლეს.
„დინამო თბილისი“ ჯგუფში 3 წაგებით და შესაბამისად, უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 ნოემბერს, „ფერენცვაროშის“ უმასპინძლებს.