„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, არ უკვირს მამარდაშვილის კარგი თამაში, რადგან ის მაღალი დონის მეკარეა:
„მისი თამაშის ნახვა ვერ მოვახერხე, მაგრამ სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ რამდენიმე კარგი სეივი ჰქონდა. თუმცა, არ გამიკვირდა, რადგან ის ძალიან კარგი მეკარეა და ამიტომაც შევიძინეთ“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, მანამდე კი, მიმდინარე სეზონს იჯარით „ვალენსიაში“ დაასრულებს.