ფეხბურთი

18:17 | 29.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი გავის: "ორშაბათს ოქროს ბურთს მოვიგებ"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი ოქროს ბურთის გარეშე დარჩა, მაშინ, როცა ბევრი, მათ შორის თვითონაც დარწმუნებული იყო გამარჯვებაში.

ახლა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება „ელ კლასიკოში“ მომხდარი ერთი მომენტი, რომელიც გავის უკავშირდება.

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ვინისიუსს თითებით ოთხიანი უჩვენა, რადგან „ბარსა“ იმ დროისთვის „რეალს“ 4:0-ს ამარცხებდა. ვინისიუსმა კი მას უპასუხა: „კი, კი, მაგრამ მე ორშაბათს ოქროს ბურთის მოსაგებად მივდივარ“.

ახლა, როცა ვინისიუსმა ოქროს ბურთი ვერ მოიგო და დაჯილდოების ცერემონიას პროტესტის ნიშნად არც დაესწრო, ცხადია, ეს კომენტარი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა...

0.112766