„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალ მწვრთნელს ეძებს, მას შემდეგ, რაც ერიკ ტენ ჰაგი სამსახურიდან დაითხოვეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ფავორიტი რუბენ ამორიმია, რომელიც ამჟამად „სპორტინგში“ მუშაობს და მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც შედგა. ჯერჯერობით, უცნობია, ამორიმი „მანჩესტერს“ უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს თუ მომდევნო სეზონიდან.
ჯერჯერობით, „წითელ ეშმაკებს“ დროებით რუუდ ვან ნისტელროი ხელმძღვანელობს, რომელიც ტენ ჰაგის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ამორიმს "მანჩესტერ სიტისაც" უკავშირებენ, სადაც პეპ გვარდიოლას შემცვლელად განიხილება.