ფეხბურთი

12:50 | 29.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიის შედეგებზე ისაუბრა

არგენტინელმა დიდვარსკვლავმა და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიის შედეგებზე გამოთქვა აზრი.

„ვულოცავ „ოქროს ბურთის“ ცერემონიის ყველა გამარჯვებულს და ნომინანტს. განსაკუთრებით მარტინესს, რა შესანიშნავი ბიჭია, კიდევ ერთი ჯილდო მსოფლიოს საუკეთესო მეკარისთვის!” - დაწერა მესიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.

2023/2024 წლების სეზონის ბოლოს, „ასტონ ვილას“ და არგენტინის ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა მოიპოვა ლევ იაშინის პრიზი, რომელიც ფრანგული ჟურნალის France Football-ის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს გადაეცემა.

„ვალენსიის“ კარის დარაჯი, ჩვენი გიორგი მამარდაშვილი ამ ნომინაციაში მე-7 ადგილზე გავიდა.

„ოქროს ბურთი“ კი „მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა ნახევარმცველმა როდრიმ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116738