ფრანგული გამოცემა L'Équipe, ვენსან დულუკის სარედაქციო წერილში მწვავედ აკრიტიკებს მადრიდის „რეალის" გადაწყვეტილებას არ დასწრებოდნენ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას. სტატიას ჰქვია „ელექტორალური და მორალური დამარცხება“.
მადრიდის „რეალმა", რომელიც არ აღიარებს, რომ გამარჯვებული წინასწარ ცნობილი არ არის და ის არც ვინისიუსია, ცერემონიაზე დასწრებაზე უარი თქვა. მძევლად აიყვანა სხვა გამარჯვებულები, განსაკუთრებით კარლო ანჩელოტი და კილიან მბაპე.
მადრიდულმა კლუბმა ურცხვად გათელა სპორტის ღირებულება, რაც გამარჯვებულების პატივისცემას ითვალისწინებს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მადრიდის „რეალის" სამი მოთამაშე მოხვდა: ვინისიუსი, დანი კარვახალი და ჯუდ ბელინგემი, მაგრამ „ბურთი“ „მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა როდრიმ მოიპოვა.
მადრიდული კლუბის არცერთი წარმომადგენელი არ მისულა დაჯილდოების ცერემონიაზე.