ლატვიის ჩემპიონატის 34-ე ტურში რფს-მა სტუმრად „მეტა“ 2:1 დაამარცხა, ლაშა ოდიშარია კი, საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი ფეხბურთელის გადაცემით მე-14 წუთზე ანგარიში სტეფან პანიჩმა გახსნა. ოდიშარია 90-ე წუთზე შეცვალეს, მის ნაცვლად კი, მოედანზე ლუკა სილაგაძე შევიდა.
რფს 87 ქულით ლიდერობს ლატვიის ჩემპიონატს, ხოლო მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, „გრობინას“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ რფს-ს ჩემპიონის ტიტულამდე ერთადერთი ქულა აშორებს.