საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ქართულ დერბიში“ „ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა.
სტივ კინის გუნდს ბოლო ორი მატჩი წაგებული ჰქონდა და ამჯერად შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა. ამიტომაც, თანაც, „დინამოს“ წინააღმდეგ მოსაგებად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა.
„ტორპედოს“ „დინამოსთან“ ქუთაისში ძალიან დიდი ხანი ვერ მოეგო, მაგრამ ცუდი სერია შეწყვიტა.
ყველაფერი მატჩის მიწურულს გადაწყდა. 82-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ უპირატესობა ორამდე ბიორნ იონსენმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, „ტორპედომ“ 60 ქულა დააგროვა, „დილას“ ორი ქულით გადაასწრო, მეორე ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება. „ტორპედო“ მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება.
„დინამო თბილისი“ 38 ქულით მეხუთეა და წინ „იბერიასთან“ მატჩი აქვს.
„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 სანდოხაძე (82), 2:0 იონსენი (90)