ფეხბურთი

17:00 | 28.10.2024 | ნანახია 6937 - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ნახევარმცველი გამოცემა Kicker-მა გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში. მან გუშინ „ლასკის“ წინააღმდეგ თავური დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 6 გოლი დაუგროვდა, ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა.

„შტურმი“ 25 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, 2 ნოემბერს კი, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067314
6937