ფეხბურთი

15:40 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტლიური გრანდების სკაუტები გოგლიჩიძის და სხვა ტალანტების დასაკვირვებლად "პარმა" - "ემპოლის" მატჩზე

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პარმა“ – „ემპოლის“ მატჩს იტალიური გრანდების სკაუტები დაესწრნენ, რათა მოედანზე მყოფ რამდენიმე ნიჭიერ ფეხბურთელს დაკვირვებოდნენ. მათ შორის, „ემპოლის“ ქართველ მცველს, საბა გოგლიჩიძეს.

„დღეს, „სტადიო ტარდინიზე“ „მილანის“, „იუვენტუსის“ და „ინტერის“ სკაუტები იმყოფებოდნენ, რომლებიც „პარმა“ – „ემპოლის“ თამაშს დაესწრნენ, რათა თვალყური ედევნებინათ რამდენიმე ტალანტისთვის (ბერნაბე, ბონი, ფაცინი, ისმაილი და გოგლიჩიძე). სტადიონზე ასევე ბევრი აგენტიც იყო“, - წერს სკირა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე იმავე ნიკოლო სკირამ წინა კვირაში „ბოლონიას“ დაუკავშირა და მისი ცნობით, „ნაპოლისთან“ მატჩს ამ კლუბის სკაუტები სწორედ საბას გამო დაესწრნენ.

ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

0.132348