ფეხბურთი

15:00 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

34 წლის მარიო ბალოტელი კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს. ვეტერანი ფორვარდი გენუაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

მან უკვე კომენტარიც გააკეთა:

„ძალიან მოტივირებული ვარ, საუბრის დიდი სურვილი არ მაქვს, მინდა, ჩემი ახალი თავგადასავალი „ჯენოაში“ დავიწყო“, - თქვა ბალოტელიმ.

მარიო ბალოტელი ბოლოს „ადანა დემირსპორში“ თამაშობდა, მანამდე უამრავ გუნდში იყო - „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „მილანში“, „ლივერპულში“, „ნიცაში“, „მარსელში“, „ბრეშაში“, „მონცასა“ და „სიონში“.

მარიო ბალოტელი „ჯენოას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

0.129063