ფეხბურთი

11:06 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ხეტაფეს" ფეხბურთელი მამარდაშვილზე: "დაამტკიცა, როგორი მეკარეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო"

„ხეტაფეს“ ფეხბურთელმა ლუის მილამ „ვალენსიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ გიორგი მამარდაშვილი შეაქო. როგორც მან თქვა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რაც დაამტკიცა.

ქართველმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით 95-ე წუთზე, როცა ორმაგი მოგერიებით თავისიანები წაგებისგან იხსნა.

„ხელები ავწიეთ... მან დაამტკიცა, როგორი მეკარეა. ვიცით, რომელ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი (ლივერპული - რედ), რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სამწუხაროა, რომ ასეთი აშკარა მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანდა“, - თქვა მილამ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 7 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

0.114584