ფეხბურთი

21:10 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" "კოლხეთი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „გაგრამ“ „კოლხეთი“ დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მე-16 წუთზე სტუმრებია მაჰამატ ტიამის გაძევების გამო მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რამაც თამაშზე დიდი გავლენა იქონია. „გაგრამ“ პირველივე ტაიმში გიორგი ლომთაძისა და გიორგი ხარებაშვილის გოლებით მოიპოვა კომფორტული უპირატესობა.

მეორე ტაიმში კირილ კლიმოვმა სხვაობა შეამცირა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლევან გეგეჭკორმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. აღსანიშნავია, რომ „კოლხეთმა“ თამაში 8 ფეხბურთელით დაასრულა.

„გაგრა“ 29 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამტრედიას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთს“ 30 ქულა აქვს და მეშვიდეა, წინ კი, „სამგურალთან“ შეხვედრა ელოდება.

0.12732