ფეხბურთი

16:24 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა პრემიერლიგის კლუბს იანვარში სურს

საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „ვულვზის“ ინტერესის სფეროში მოხვდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ქართველი შემტევით „მგლები“ ინტერესდებიან და ეცდებიან ის იანვრის სატრანსფერო პერიოდში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინონ. „უოტფორდის“ პასუხი ჯერ უცნობია, მაგრამ ასეთ თანხაზე უარის თქმა ძნელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ „ვულვზის“ წარმომადგენლები „ლიდსი“ – „უოტფორდის“ მატჩს დაესწრნენ გიორგიზე დასაკვირვებლად. „მგლებმა“ მიმდინარე სეზონი კატასტროფულად დაიწყეს, 9 ტურში თამაში ვერ მოიგეს და მხოლოდ 2 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან, ამიტომ, ზამთარში გაძლიერებას აპირებენ და შეტევით ფაზაში ჩაკვეტაძე ერთ-ერთი სასურველი ვარიანტია.

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი ერთი თვის წინ 2029 წლამდე გაახანგრძლივა. ის ინგლისურ კლუბში 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

0.129054