ფეხბურთი

15:29 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი - "ელ კლასიკოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც „ელ კლასიკოში“ გოლი გაიტანა.

მან მადრიდის „რეალის“ კარი 17 წლისა და 106 დღის ასაკში დალაშქრა.

აქამდე „ელ კლასიკოს“ ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ალფონსო ნავარო იყო, რომელმაც 1947 წელს მოახერხა გოლის გატანა და ეს 17 წლის და 356 დღის ასაკში მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „რეალი“ მისსავე მოედანზე დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

0.118388