NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „მემფის გრიზლის“ დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ 11:124 წააგო.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც „ორლანდომ“ მესამე პერიოდში მცირედით აღმოფხვრა, რომელიც 35:21 მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და საბოლოოდ მარცხი განიცადა.
ბითაძეს სათამაშოდ მხოლოდ 5 წუთი მისცეს, რომელშიც მან თავი 2 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით გამოიჩინა.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 2 მოგებით და 1 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 29 ოქტომბერს, შინ „ინდიანასთან“ გამართავს.