სხვა

13:05 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვოლკანოვსკი: "იმედია დიდხანს ლოდინი არ მომიწევს, მადრიდზეც თანახმა ვარ"

აბუ დაბიში გამართული UFC 308-ის კუკმინაცია ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოვეის დაპირისპირება იყო. ქართველმა მებრძოლმა ქამრის დაცვა შეძლო და ამერიკელი მეტოქე მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჰოლოვეი აქამდე კარიერაში არავის მიუძინებია, პირველად ეს სწორედ თოფურიამ მოახერხა. ბრძოლის შემდეგ ილიამ მცირე კომენტარი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე გააკეთა და თავისთან ვოლკანოვსკის მოუხმო. თავის მხრივ ავსტრალიელმა თოფურიას ასე უპასუხა:

"სიდნეიში ბრძოლა მირჩევნია, მაგრამ თუ ეს მადრიდში მოხდება, ამაზეც თანახმა ვარ. კარგი იდეაა. იმედია, დიდხანს ლოდინი არ მომიწევს. თოფურია ესპანეთში ბრძოლას იმსახურებს” - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მიმდინარე წლის თებერვალში, საჩემპიონო ბრძოლა სორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოიგო და ახლა შესაძლოა რემატჩიც ვიხილოთ.

0.114915