სხვა

2:15 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ჰოლოვეი: "ძალიან ძლიერად დამარტყა, იმაზე მეტად მტკივა, ვიდრე წარმომედგინა"

მაქს ჰოლოვეიმ ილია თოფურიასთან ბრძოლისა და მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან აღიარა, რომ ქართველმა ყველაფერში აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ყველაფრისთვის მოვემზადე, მაგრამ მან უბრალოდ ბევრჯერ დამარტყა და იმაზე მეტად მტკივა, ვიდრე წარმოვიდგენდი. თუმცა, თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ეს სპორტია და მის წინაშე ქედს ვიხრი. გამართლების გარეშე, თავს მშვენივრად ვგრძნობ, კარგი შეკრება მქონდა, არც ტრავმები მქონია. აქ გამოვედი და ჩემი საქმე გავაკეთე. ის უბრალოდ ამ საღამოს კაცი იყო, ისევ გნახავ მეგობარო“, - თქვა ჰოლოვეიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ში პირველი ქართველი ჩემპიონია და შესაბამისად, პირველია, ვინც ქამარი დაიცვა.

0.126153