ფეხბურთი

19:14 | 26.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ „მოტორ ლუბინი“ 6:2 გაანადგურა, ქართველმა მცველმა კი, საგოლე პასი მიითვალა.

„კრაკოვია“ პირველ ტაიმში ორჯერ აგებდა, მაგრამ ორჯერვე გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და გამარჯვება ადვილად მოიპოვა.

კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გადაცემით გოლი 79-ე წუთზე ბენჟამინ კალმანმა გაიტანა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 5:2 გახადა. 29 წლის მცველს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„კრაკოვია“ 26 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 3 ნოემბერს, „ლეხიას“ ესტუმრება.

0.116568