აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ზირა“ სტუმრად „არაზს“ დაუზავდა, გიორგი პაპუნაშვილმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 31-ე წუთზე ეფექტური დარტყმით დალაშქრა და ანგარიში გახსნა. თუმცა, „ზირამ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 88-ე წუთზე გაუშვა და მატჩი 1:1 დასრულდა.
პაპუნაშვილი, რომელსაც ორი გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში (ბოლო ორ მატჩში), მოედანზე 64-ე წუთამდე იყო, ხოლო დავით ვოლკოვი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.
„ზირა“ 17 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, „შამახის“ ესტუმრება.