„ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა განაცხადა, რომ მისი მიზანი „ოქროს ბურთის“ მოგებაა.
„ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ოქროს ბურთის მოგებაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შემიძლია ამის გაკეთება. მინდა, ისტორიაში პირველი მარჯვენა მცველი გავხდე, რომელიც ოქროს ბურთის მოგებას მოახერხებს“, - თქვა 26 წლის ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს მთელი კარიერა „ლივერპულში“ აქვს გატარებული, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მისი დამატება უფასოდ მადრიდის „რეალს“ სურს.