MLS-ის პლეი-ოფში, მერვედფინალურ სტადიაზე საბა ლობჟანიძემ „ინტერ მაიამის“ გოლი გაუტანა.
„ატლანტა იუნაიტედი“ სტუმრად 1:2 დამარცხდა, მაგრამ საპასუხო მატჩში შინ შანსი ექნება, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს.
ანგარიში მეორე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს ქართველმა ნახევარმცველმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მე-60 წუთზე გამარჯვების გოლი ლიონელ მესის პასით ჟორდი ალბამ გაიტანა.
ლობჟანიძემ MLS-ს მიმდინარე სეზონში მეათე გოლი გაიტანა (32 შეხვედრაში), მათ შორის, მეოთხედ „ინტერ მაიამისთან“, რომელსაც 30 მაისს დუბლი შეუსრულა, ხოლო 19 სექტემბერს, ერთ გოლს დასჯერდა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 3 ნოემბერს გაიმართება.