რაგბი

10:27 | 26.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ კოკერილი: "გვინდა ახლავე მოვიგოთ, თუმცა ახალგაზრდების განვითარებაც მნიშვნელოვანია"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ნოემბრის ტესტების წინ კომენტარი გააკეთა:

„27 ოქტომბერს სამი დღით შევიკრიბებით პარიზში, სადაც ყველა მოთამაშე ერთად გვეყოლება. ზაფხულის ტესტების შემდეგ სრული შემადგენლობით ჯერ არ შევკრებილვართ. შემდეგ მოთამაშეები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და უშუალოდ ოლ ბლექს XV-თან სათამაშო კვირაში უკვე მონპელიეში შევიკრიბებით.

ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვიმუშავებთ. ცხადია, ჩვენი დერეფანი უნდა გამოვასწოროთ. ტრადიციულად კარგი შერკინება გვყავს, თუმცა მეტად გაუმჯობესება გვჭირდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ნაზავი. დაბალანსება კი, სამუშაო პროცესის ნაწილია. ჩვენ გვინდა ახლავე მოვიგოთ, უკვე ვთამაშობდეთ უკეთესად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მეტად განვავითაროთ ახალგაზრდა მოთამაშეები ავსტრალიისთვის (2027 წლის მსოფლიო თასისთვის).

ზაფხულში რამდენიმე ფენომენალური ლელო გავიტანეთ, განსაკუთრებით იაპონიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ. ჩვენ მოგვწონს ასეთი ლაღი და სანახაობრივი თამაში. აკა (აკაკი ტაბუცაძე) და ნინი (დავით ნინიაშვილი) განსაკუთრებული ნიჭის მქონე მორაგბეები არიან. ისინი ისეთ მომენტებს ქმნიან, რასაც სხვა მოთამაშეები ვერ ახერხებენ. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მთლიანობაში გუნდის განვითარება, თუმცა ამავდროულად ვეცადოთ, რომ თამაშები მოვიგოთ“.

ჩვენი ბევრი მორაგბე საფრანგეთში თამაშობს. მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. ასევე გვყავს ‘შავი ლომის’ მოთამაშეები. ყველა კარგად ემზადება, რათა თამაშებისთვის საუკეთესო ფორმაში იყვნენ“, - თქვა კოკერილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩებს ოლ ბლექს XV-ის (10 ნოემბერი), იტალიის (17 ნოემბერი) და ტონგას (24 ნოემბერი) წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.11703