საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალის პირველი მატჩი ირლანდიასთან თბილისში დიდი ანგარიშით წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგა.
ირის ანტმანის გუნდმა მეტოქეს კონკურენცია პირველ ნახევარში გაუწია, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს და ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე გაიტანეს.
თუმცა, მეორე ნახევარში ირლანდიელთა უპირატესობა გამოიკვეთა და სტუმრებმა კიდევ ხუთჯერ დალაშქრეს ქართველთა კარი. შესაბამისად, 6:0 და ირლანდია ძალიან ახლოსაა პლეი-ოფის ფინალთან.
საპასუხო მატჩი ირლანდიაში 29 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ წყვილში გამარჯვებული პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია.
საქართველო - ირლანდია 0:6 (0:1)
გოლები: 0:1 მაკბი (37), 0:2 კარუსა (59), 0:3 მაკბი (67), 0:4 სტეპლეტონი (82), 0:5 შევა (90), 0:6 მანიონი (90)