მადრიდის „რეალის“ გარემარბის არდა გიულერის მიმართ ლონდონის „არსენალი“ და „ლივერპული“ არიან დაინტერესებული. ამის შესახებ ბრიტანული იუწყება.
წყაროს ცნობით, 19 წლის თურქმა შესაძლოა ესპანური გრანდი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო დატოვოს. „ლივერპულში“ მიაჩნია, რომ გიულერი გუნდს გამოადგება, მოჰამედ სალაჰის მომავლის გაურკვევლობის ფონზე. თავის მხრივ, „არსენალი“ გიულერს ბუკაიო საკას ალტერნატივად განიხილავს.
ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი "ბლანკოსთან" 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt მას 45 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში არდა გიულერმა „რეალში“ 11 მატჩი (292 წუთი) ჩაატარა.