ფეხბურთი

17:35 | 25.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მბაპესთვის 55 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს

„პარი სენ-ჟერმენს“ კილიან მბაპესთვის 55 მილიონი ევროს გადახდა მართებს. LFP-ს სადისციპლინო კომიტეტმა დააგდონა, რომ ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის დავალიანება მართებს.

2022 წელს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, პსჟ ვალდებულია მბაპეს კიდევ 55 მილიონი გადაუხადოს, მიუხედავად იმისა, რომ კილიანი კლუბში აღარ ირიცხება.

თუმცა, გადაწყვეტილება საბოლოო არაა და პარიზელებს მისი გასაჩივრება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობდა და გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

0.126258