ფეხბურთი

18:50 | 25.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებიდან გაშვებისთვის კომპენსაციის სახით 20 მილიონს მიიღებს

რობერტო მანჩინი, რომელიც საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს.

როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, მანჩინი 20 მილიონ ევროს მიიღებს კონტრაქტის დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. ის საუდის არაბეთის ნაკრებს 2023 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა და 20 მატჩიდან 8 მოაგებინა, 5-ჯერ მარცხი განიცადა და 7-ჯერ ფრეს დასჯერდა.

0.121676