სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:31 | 25.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლეჩესთან" შეიძლება კონტემ კვარაცხელია დაასვენოს

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა სერია A-ს უახლოეს ტურში „ლეჩესთან“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს.

იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო კონტე ფიქრობს ქართველი ფეხბურთელის დასვენებას, რადგან ამ ტურის შემდეგ „ნაპოლის“ საკმაოდ რთული კალენდარი ეწყება, რომელიც სამშაბათიდან, „მილანთან“ საგარეო მატჩით დაიწყება.

ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა სირილ ნგონგემ, რომლისთვისაც კონტე შანსის მიცემას აპირებს. იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ სათადარიგო სკამზე კვარას დასმა კონტრაქტის საკითხთან დაკავშირებული არ იქნება და თუ ეს მოხდა, მხოლოდ კონტეს გადაწყვეტილება იქნება, რათა ხვიჩა დაასვენოს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლი“ „ლეჩეს“ 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115019